პარლამენტში საქარტველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას 18 მაისს ელოდებიან.
დეპუტატებს მინისტრთან კითხვები 12 მაისს თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აქვთ.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გახარიას არა რომელიმე კომიტეტის ფარგლებში, არამედ გაფართოებულ ფორმატში მოუსმენენ.
„გადაწყდა, რომ პარასკევს ჩვენ მას მოვუსმენთ პლენალურ სხდომაზე. დაისმება ყველა კითხვა, რაც დეპუტატებს აინტერესებთ. თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული მოთხოვნები. არა რომელიმე ფრაქციის, არა კომიტეტის, არამედ უფრო ფართო ფორმატი შევთავაზეთ, მინისტრი ამაზე დაგვთანხმდა, რადგან ის ამბობს, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი არსებობს“- განაცხადა მდინარაძე,.
