გიორგი გახარია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს მოქმედების არეალს
გიორგი გახარია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს მოქმედების არეალს
11:29 15.05.2018
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მის უწყებას ვერავინ შეუზღუდას მოქმედების არეალს, როდესაც ნარკორეალიზაციასთანაა საქმე.
რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას, მისი თქმით, ამ კუთხით ჰუმანურობის ხარისხის გაზრდის მიზნით სერიოზული ნაბიჯები გადაიდა.

„ვერავინ ვერასდროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ შეუზღუდავს არეალს, სად უნდა იმოქმედოს, ან სად - არა, ან როგორი ფორმით უნდა იმოქმედოს, როდესაც საქმე ნარკორეალიზაციას ეხება.
რაც შესხება მოხმარების ნაწილს, აქ ჩვენ უკვე ბევრი სერიოზული ნაბიჯი გვაქვს გადადგმული ჰუმანურობის ხარისხის გაზრდის მიზნით. ეს ის ფორმატია, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობთ“- განაცხადა გახარიამ.

ბეჭდვა