ზუგდიდში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ქალს თავს დაესხნენ და
საფულე გასტაცეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალბატონი გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდა.
"პირველ სართულზე დახვდნენ, ორი მამაკაცი ყოფილა. ახრჩობდნენ. ქალს უთქვამს, ოღონდ არ მომკლათ და წაიღეთ რაც გინდათო. ჩანთა მიუცია და გაქცეულან"-აცხადებს მეზობელი.
ფაქტზე გამოძიება 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
