რუსმა სამხედროებმა ცხინვალში თბილისის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
რუსმა სამხედროებმა ცხინვალში თბილისის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
18:10 03.05.2018
რუსმა სამხედროებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.
გატაცებული თბილისის მკვიდრი, 22 წლის მამაკაცია. ის ცხინვალის რაიონის სოფელ სათიხარში აიყვანეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მომხდარზე უკვე ინფორმირებულია შესაბამისი სტრუქტურები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„ეს ადამიანი , რომელიც გახლავთ დევნილი ცხინვალის რეგიონიდან თბილისში მცხოვრები 22 წლის პირი გახლავთ უკანონოდ დაკავებული.
ამის თაობაზე უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულია ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, იმისთვის, რომ მოხდეს დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ასეთი აქტები უკანონო დაკავებები ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევა და ყველაზე უარესი რაც საუბედუროდ 22 თებერვალს მოხდა ეს ყველაფერი თავისი ხასიათით არის არამხოლოდ უკანონო, არამედ პროვოკაციული“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


ბეჭდვა