მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ მომხდარ დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოიძიება დაიწყო
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ მომხდარ დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოიძიება დაიწყო
22:17 01.05.2018
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დღეს მომხდარ დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწო.

სამინისტროს განცხადებას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 1-ელ მაისს თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1998 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს"-აცხადებენ შსს-ში.

ბეჭდვა