საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახლადგახსნილი ცენტრი 15:00 საათიდან 18:00 საათამდე 250 მოქალაქეს მოემსახურა
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახლადგახსნილი ცენტრი 15:00 საათიდან 18:00 საათამდე 250 მოქალაქეს მოემსახურა
20:12 01.05.2018
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრმა 15:00 საათიდან 18:00 საათამდე 250 მოქალაქე მიიღო. ახლადგახსნილმა ცენტრმა ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე, ერთიანი მომსახურების ცენტრი, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში თავმოყრილია 50-მდე სერვისი, მათ შორის, მომსახურების სააგენტოს გარკვეული სერვისები.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ცენტრში დანერგილია დოკუმენტბრუნვის და საქმისწარმოების ახალი, ელექტრონული სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და ეფექტიანი სერვისების მიწოდებას.

ასევე, ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

ბეჭდვა