ბექა ლილუაშვილი: საპატრულო პოლიცია გამჭვირვალობის ახალ, უფრო მაღალ სტანდარტზე გადადის
ბექა ლილუაშვილი: საპატრულო პოლიცია გამჭვირვალობის ახალ, უფრო მაღალ სტანდარტზე გადადის
19:44 01.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით პატრულ-ინსპექტორების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა ხორციელდება.

მათ ახალი კამერები გადაეცემათ, რომლებიც სამინისტროს ინფორმაციით, ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით ხასიათდება, მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე, ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობებს.

„საპატრულო პოლიცია გამჭვირვალობის ახალ, უფრო მაღალ სტანდარტზე გადადის. დღეს გვქონდა იმ სამხრე კამერების პრეზენტაცია, რომლებიც ხვალიდან საპატრულო პოლიციას დაურიგდება. ეს არის სამხრე კამერების ახალი თაობა, რომელსაც აქვს არსებითად გაუმჯობესებულ ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის: ჩაწერის ხანგრძლივობა, ჩანაწერების სისტემატიზაცია ერთ სერვერზე და ე.წ. მონაცემთა ბაზაში ასახვა. მას, ასევე, აქვს კვების ბლოკის მეტი ხანგრძლივობა და ა.შ. შესაბამისად, საპატრულო ეკიპაჟების აღჭურვა ახალი სამხრე კამერებით ნიშნავს გამჭვირვალობის ახალი სტანდარტის შემოტანას საპატრულო პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობაში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა.

ბეჭდვა