გიორგი გახარია: სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიება დასრულების ფაზაშია
გიორგი გახარია: სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიება დასრულების ფაზაშია
18:41 01.05.2018
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში სიახლეებია.

ამასთან, გახარია მკვლელობაში ეჭვმიტანილის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

„მე არც დაგიდასტურებთ და არს უარვყოფ იმას, დატოვა თუ არა მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ქვეყანა. ერთ რამეს გეტყვით, უკვე დასრულების ფაზაშია გამოძიება. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერტიოდში შევიტყობთ გარკვეულ ახალ ნიუანსებს ამ გამოძიების შესახებ“- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე მიმდინარე წლის 15 იანვარს მოკლეს. ის რუსთავში „სტამბოლის ბაზრის" ტერიტორიაზე, საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. ქუთათელაძე „სტამბოლის ბაზრის" თანამფლობელი იყო.



ბეჭდვა