შსს-ს საწვრთნელ ბაზაზე აფეთქებისას დაშავებულ პირს ოპერაცია ჩაუტარდა
შსს-ს საწვრთნელ ბაზაზე აფეთქებისას დაშავებულ პირს ოპერაცია ჩაუტარდა
10:49 30.04.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრწანისის სასწავლო ბაზაზე აფეთქების დროს დაშავებულ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული ორი მოქალაქე აგროვებდნენ სოკოს როგორც თვითონ აღნიშნეს. იპოვეს მეტალის ნივთი, შემდეგ ერთ-ერთმა მოისროლა ეს ნივთი, რომელიც აფეთქდა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“-განაცხადა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ყაყიჩაშვილმა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, „ორმა სამოქალაქო პირმა, ამკრაძალავი ნიშნების მიუხედავად, პოლიგონის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს, სადაც იპოვეს მცირე ზომის მეტალის ნივთი, სავარაუდოდ ჭურვი, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა იქვე მოისროლა, რა დროსაც ეს ნივთი აფეთქდა. შედეგადაც ორივე მათგანმა მიიღო სხეულის დაზიანება“.



ბეჭდვა