12 ავტომატი, 73 შაშხანა და თოფი, 34 პისტოლეტი-შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი თვის განმავლობაში, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყო
12 ავტომატი, 73 შაშხანა და თოფი, 34 პისტოლეტი-შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი თვის განმავლობაში, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყო
13:43 29.04.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებს განაგრძობს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. 72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს:

• ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი - 12

• კარაბინები, შაშხანები და სანადირო თოფები - 73

• ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები - 34

• თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი - 11

• აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი - 18

ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

აღსანიშნავია, რომ 1-ლი იანვრიდან დღემდე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 155 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას, რაც უწყების მიერ მძიმე დანაშაულების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“-აცხადებენ უწყებაში.



ბეჭდვა