ბორჯომის რაიონის სოფელ ზანავთან მომხდარი ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბორჯომის რაიონის სოფელ ზანავთან მომხდარი ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
18:54 14.07.2012
ბორჯომის რაიონის სოფელ ზანავთან მომხდარი ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და ტრაილერი შეეჯახა, რის გამოც ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი მძღოლის ვინაობა ამ დრომდე უცნობია, რაც შეეხება ტრაილერის მძღოლს ის ეროვნებით თურქია და ის ამ დროისთვის ბორჯომის რაიონის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტოავარიის გამო თბილისი-ბორჯომის ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.

ბეჭდვა