რუსმა სამხედროებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს
რუსმა სამხედროებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს
17:30 20.04.2018
ე.წ. საოკუპაციო ხაზთან, სოფელი ჯარიაშენში რუსმა სამხედროებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.
გატაცებული 77 წლის მამაკაცი, ელიზბარ მესტუმრიშვილია.
ადგილობრივების თქმით, დაკავებული მწყემსია და ის ზუსტად იმ დროს აიყვანეს, როდესაც საქონელს მწყემსავდა.


ბეჭდვა