ავლაბარში მომხდარი აფეთქების მომწყობი პირების ვინაობა შსს-სთვის ცნობილია
ავლაბარში მომხდარი აფეთქების მომწყობი პირების ვინაობა შსს-სთვის ცნობილია
12:51 14.07.2012
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, ავლაბარში მომხდარ აფეთქებაში მონაწილე ახალგაზრდების ვინაობა შსს-სთვის ცნობილია.
როგორც „ნიუსპრესს“ შსს-ს მინისტრის მოადგილემ განუცხადა, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში ჩხუბის დროს მოიყვანეს.
„მეტროსადგურთან რამდენიმე ახალგაზრდას შორის ჩხუბი მოხდა, რა დროსაც თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება ააფეთქეს. უკვე დადასტურებით შემიძლია განვაცხადო, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებლა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება ბოთლში იყო მოთავსებული და ის ჩხუბში მონაწილე ახალგაზრდებს ჰქონდათ “-განაცხადა ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ინციდენტის მონაწილეები ჯერ-ჯერობით დაკავებულები არ არიან. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მათი ვინაობა მხოლოდ დაკავების შემდეგ გახდება ცნობილი.


ბეჭდვა