პოლიციის მიერ კარალეთის ინციდენტში მონაწილე დაკავებული ხუთი პირიდან სამი „ქართული ოცნების“ წევრია.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ცოტნე შენგელია, კახა გოგიაშვილი და ვლადიმერ ჯანეზაშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან, ხოლო „გიორგი გოჩაშვილი და ლევან მაისურაძე ხელისუფლების „ზონდერ ჯუფის“ წევრები“.
დაკავებულებს გორის რაიონულმა სასამართლომ 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე მიუსაჯა.
11 ივლისს, გორის რაიონის სოფელ კარალეთში „ქართული ოცნების“ წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც 13 ადამიანი დაშავდა, აქედან 10 ჟურნალისტია.
