სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მოლდავეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მოლდავეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს
10:29 14.07.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ფოთის საგამოძიებო–ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა ზღვის დაბინძურების ფაქტზე მოლდავეთის დროშის ქვეშ მცურავი    არასამხედრო გემი "YUKKA" დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გემის დაკავება ფოთის პორტის მე–8 ნავმისადგომთან, ჰიდრავლიკის ზეთის ზღვაში ჩაღვრის გამო მოხდა.
აღნიშნული გემის კაპიტნის, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის მიკოლა პეტროვის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58–ე მუხლის VII ნაწილით დაიწყო.
მიკოლა პეტროვს ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, 65 000 ლარის ჯარიმა და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 249 ლარის ოდენობით დაეკისრა, რომელიც მან უკვე გადაიხადა. შესაბამისად, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

ბეჭდვა