ავარიას გურიაში 13 წლის გოგონა ემსხვერპლა
 ავარიას გურიაში 13 წლის გოგონა ემსხვერპლა
10:18 16.04.2018
გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 წლის გოგონა გარდაუცვალა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის არიან მცირეწლოვნები.
„ერთი ბავშვი, რომელიც არის 4 წლის, მისი მდგომარეობა არის მძიმე. ქალა ფუძის დახურული ტრავმა. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ორ ბავშვს ჩაუტარდათ ამბულატორიული დახმარება და უკვე სავარაუდოდ გაწერილები იქნებიან ორი ქალბატონი, ქალა-ფუძის დახურული ტრავმით, შედარებით მსუბუქი ფორმა,“-განაცხადა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ "მედალფას"" დირექტორმა დავით მინარაძე.


ბეჭდვა