სასამართლომ კარალეთში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებულებს 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ კარალეთში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებულებს 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
10:11 14.07.2012
პოლიციამ კარალეთში მომხდარი ინციდენტში მონაწილე ხუთი პირი დააკავა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განაცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციის მიერ ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულები და დაკავებულები არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები: ცოტნე შენგელია, კახა გოგიაშვილი, ვადიმერ ჯანეზაშვილი, გიორგი გოჩაშვილი.
ასევე დაკავებულია ლევან მაისურაძე, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სააგენტო ინფო 9 -ის ჟურნალისტსა და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს საბა წიწიკაშვილს.
გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე დაკავებულს 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე მიუსაჯა.
11 ივლისს, გორის რაიონ სოფელ კარალეთში „ქართული ოცნების“ წერვებსა და ადგილობრივი გამგეობისა წარმომადგენლებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც 13 ადამიანი დაშავდა, აქედან 10 ჟურნალისტია.

ბეჭდვა