ფოთში, ბათუმის ქუჩაზე 30 წლამდე მამაკაცმა მამინაცვალი მოკლა.
გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს.
მათი თქმით, ცხედარი მიწაზე დაგდებული ნახეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გერი და მისი მამინაცვალი ერთ სახლში მარტო ცხოვრობდნენ.
„კი იცოდნენ სმა ზოგჯერ. თბილისში იყვნენ, ღამე მოსულან გვიან. მერე მეზობლის კაცი იყო გასული, ძაღლებისთვის უნდა ეჭმია და მან ნახა დაგდებული მკვდარი მიწაზე. თავი ჰქონდა დარტყმული. თვითონ ბიჭს ეძინა ოთახში“- განაცხადა მეზობელმა.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
