მუხიანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
მუხიანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
10:15 13.04.2018
თბილსიში, მუხიანში საცხოვრებელ კორპუსთან ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მამაკაცს დაზიანებები ქვედა კიდურებზე ჰქონდა მიყენებული.
მომხდარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.


ბეჭდვა