საბურთალოზე, ფანასკერტელის ქუჩაზე, 45 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ყელის
არეში დაჭრეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ახალგაზრდების კონფლიქტში არ ჩარეულა. მას ტყვია შემთხვევით მოხვდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
