თბილისში ერთი პირი დაჭრეს
თბილისში ერთი პირი დაჭრეს
12:25 29.03.2018
თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი დაჭრა.
დაშავებულს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.
ინციდენტის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო.

ბეჭდვა