ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, 37 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.
შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი ბინაში ქირით ცხოვრობდა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
