კარალეთის ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
კარალეთის ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
18:53 12.07.2012
გორის რაიონის სოფელ კარალეთში მომხდარი ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ გორის რაიონის  ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ შიოშვილმა განუცხადა.
მისი თქმით დაზარალებულებს შორის არიან ჟურნალისტები,მათ შორისაა საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ს სამი წარმომადგენელი, ერთი ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი.
როგორც შიოშვილმა აღნიშნა დაზარალებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ტრავმები თავის ქალის არეში, ნაწილს ტვინის შერყევა აქვს. ამ დროისათვის საავადმყოფოში არც ერთი დაზარალებული არ არის მოთავსებული.
მისი განმარტებით, კარალეთში დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ჩასვლას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს და სცემეს.

ბეჭდვა