ქეთევან ციხელაშვილი: ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პარალელურად დაწყებულია საგამოძიებო საქმიანობა
ქეთევან ციხელაშვილი: ტატუნაშვილის ცხედრის  ექსპერტიზის პარალელურად დაწყებულია საგამოძიებო საქმიანობა
12:21 21.03.2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა.
ამის შესახებ ციხელაშვილმა სამხარეულის ბიუროში ტატუნაშვილის ცხედრისთვის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ექსპერტებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში იმუშავეს, რათა ყველა საჭირო პროცედურა ყოფილიყო ჩატარებული და შედგეს სრულფასოვანი და კვალიფიციური ექსპერტიზა"- განაცხადა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, ექსპერტიზის პარალელურად დაწყებულია საგამოძიებო საქმიანობა.
"დასრულდა ძირითადი ექსპერტიზა. თუმცა ეს არ ნიშნავს , რომ უშუალოდ ექსპერტიზა და გამოკვლევა დასრულებულია. ბუნებრივია, ამას სჭირდება დრო, იმისათვის, რომ დაიდოს კვალიფიციური პასუხები. ექსპერტიზის პარალელურად დაწყებულია საგამოძიებო საქმიანობა. უნდა დაველოდოთ შედეგებს"-განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წუხელ, გვიან ღამით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდა.


ბეჭდვა