“რუსთავი 2”-თან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 5 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
“რუსთავი 2”-თან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 5 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
10:31 21.03.2018
მიმდინარე წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მარშის წევრები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. გ.ო. და ლ. ნ. დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით - მიმდინარეობს მოწმეთა და თვითმხილველთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და რეაგირებას მოახდენს ძალადობის თითოეულ ფაქტზე, მიუხედავად ძალადობის მოტივისა“-აცხადებენ უწყებაში.

ბეჭდვა