თბილისში, გლდანის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გავარდნის შედეგად 21 წლის გოგონა
გარდაიცვალა.
გასროლა არასრულწლოვანი ბავშვის მიერ განხორციელდა.
იარაღი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელს ეკუთვნის.
როგორც მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილი გლდანში ქირით ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, გოგონა ერთ-ერთ რაიონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.
„ბავშვებმა იარაღი აიღეს, სახლში ჰქონია იარაღი, გაუვარდათ და მოხვდა ამ გოგოს. როგორც სხვების ნათქვამი ვიცი, არ ვიცნობ ამ გოგოს, არ მინახია, მაგრამ მდგმურად იყოო. ალბათ იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. არ ვიცი ზუსტად, სად მუშაობს უშიშროებაა, სუსია თუ რაღაცა. როგორ მოხვდა ბავშვებთან იარაღი, ვერ გეტყვით“-განაცხადა ადგილობრივმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან საუბრისას.
როგორც საონფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტს გულისხმობს.
