თბილისის მეტროსადგურში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა
სამინისტროში გამოძიება უკვე დაიწყო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ შსს-ში განუცხადეს, ინციდენტზე მოკვლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა დღეს მოხდა. 70 წლამდე მამაკაცი დახურულ ზონაში იმყოფებოდა, სადაც რიგითი მოქალაქეებისთვის შესვლა აკრძალულია.
