თურქეთის პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავა.
სხვა ქვეყნებიდან მოტყუებით ჩაყვანილ ქალებს, მათ შორის ქართველებს, ისინი პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ.
არალეგალური საქმიანობის ბრალდებით სულ 66 ქალია დაკავებული, მათ შორის ქართველებიც არიან.
სპეცოპერაცია იზმირში, აიდინში და ანტალიაში ჩატარდა, რისთვისაც სამართალდამცავებს 6 თვიანი მუშაობა დასჭირდათ.
