ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სახურავის შეკეთებისას მუშა გადმოვარდა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სახურავის შეკეთებისას მუშა გადმოვარდა
12:45 12.03.2018
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს 55 წლის თანამშრომელი სახურავის შეკეთებისას დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დილით მოხდა.
იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშათა პროფკავშირის თავმჯდომარის, კახა მაჩიტიძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს პროფკავშირების ინსპექტორები გამოიკვლევენ.
„ქარხნის ერთ-ერთი საამქროს სახურავის სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა მუშა და ადგილზევე გარდაიცვალა. საქმეს პროფკავშირების ინსპექტორები გამოიკვლევენ. ჯერ-ჯერობით შემთხვევის მიზეზი არ შემიძლია გითხრათ“-განაცხადა კახა მაჩიტიძემ.

ბეჭდვა