თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობიდან 7 წლის ბიჭი გადმოვარდა.
შემთხვევა ბიზნესცენტრ მოზაიკაში, საკონცერტო დარბაზში მოხდა, სადაც 8 მარტთან დაკავშირებით ღონისძიება იმართებოდა.
ბავშვი თავის არეში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
