ვარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ სამი მძღოლი, რომლებიც ასევე სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან. მათი მდგომარეობაც ასევე მძიმეა.
როგორც ექიმები აცხადებენ, ყველა დაჭრილს ჭრილობები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული.
შეგახსენებთ, რომმ შემთხვევა გვიან ღამით გახოკიძის 168 ნომერში მოხდა. დაშავებული, სავარუდოდ, სამარშუტო ტაქსების მძღოლები არიან.
