თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს პირველად, ვიდეოკონფერენციის მეთოდის გამოყენებით, საქმის არსებითად განხილვა დასრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მოსამართლე გიორგი ტყავაძემ, რომელიც დროებით უფლებამოსილების განსახორციელებლად მივლინებულია მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, სასამართლო სხდომა მხარეთა თანხმობით გამართა.
ვიდეოკონფერენციის სისტემა უზრუნველყოფს პირის ფიზიკური დასწრების სრულ იმიტაციას. ამ უპირატესობით სარგებლობა საქმის ნებისმერ მონაწილეს შეუძლია.
საქალაქო სასამართლოს ცნობით, სასამართლოში თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვით, მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ სწრაფად და მარტივად დაიცვან საკუთარი უფლებები, ასევე, დავის მონაწილე მხარეები დროსა და რესურსებს დაზოგავენ.
