რუსთავში საკუთარ სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.
შემთხვევის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც საინფორმაციო სააგნეტო „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის ფაქტს გულისხმობს.
