მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ძმის, ვახო სანაიას განცხადებით, მას გამოძიების
მიმდინარეობასთან დაკავშირებით პროკურატურასთან გარკვეული კითხვები აქვს.
ამის შესახებ სანაიამ პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.
„პროკურატურამ იმსჯელა, ანალიზი გაუკეთა იმ ინფორმაციას, რაც გავიდა ტელეეთერში, შემგედ გარკვეული პერიოდი გავიდა და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ დაიწყეს გამოძიება, ეს არის, ფაქტობრივად, საქმის ხელახალი გამოძიება და ამ გამოძიების ფარგლებში, დღეს დაბარებული ვარ გამოკითხვაზე. მე, რასაკვირველია, მექნება შეკითხვები პროკურატურასთან, თუ რა ეტაპზეა ახლა ეს გამოძიება, ვინ გამოკითხეს და ასევე სხვა ადამიანებზე, რომლებიც მოხსენიებულნი იყვნენ გამოკითვის დროს ციხისთავში განცხადებებში“- განაცხადა ვახო სანაიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
