პოლიციამ ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა
13:40 11.07.2012
პოლიციამ 3 ივლისს ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის საქმეზე კომპანია „სენტიმელ ჯიემჯის“ წარმომადგენელი გოჩა ყულეჭიშვილი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ ყულეჭიშვილს ბრალი ედება 288-ე მუხლის მე-3 ნაწილით - გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ჰაერში კონცენტრირებული ქლორის გაჟონვის გამო, ლილოს საქნავთის დასახლებაში 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვები და ფეხმძიმე ქალები, ხოლო 18 წლის ლაშა ნარიმანიძე დღეს ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
კონცენტრირებული ქლორით სავსე ავზის მფლობელი კომპანია „კრისტალია“, რომელიც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ფირმაა. მის ხელმძღვანელს ლევან დაუთაშვილს, რომელიც 6 ივლისს დააკავეს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 288-ე მუხლითაა აღძრული. დაუთაშვილს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბეჭდვა