თბილისში, ვახუშტის ხიდიდან 53 წლის მამაკაცი მტკვარში გადახტა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მაშველებმა ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინეს და მამაკაცის გადარჩენა შეძლეს.
მას ფეხი აქვს მოტეხილი. დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
