სასჯელაღსრულების სამინისტრო იურიდიული დახმარების მობილურ ჯგუფებს ქმნის
სასჯელაღსრულების სამინისტრო იურიდიული დახმარების მობილურ ჯგუფებს ქმნის
17:28 27.02.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მოსახლეობას ახალ სერვისს - სასურველ ადგილას  იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.
სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თქმით, კვალიფიციური იურისტებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი სამართლებრივ დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა იურიდიული დახმარების ოფისებს მიაკითხონ.
იურიდიული დახმარების მობილური ჯგუფი აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსით გადაადგილდება.
დამატებითი სერვისის სახით ონლაინ კონსულტაცია იმოქმედებს, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.


ბეჭდვა