ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 65 წლის მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს.
შემთხვევა სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.
ცხედარი შემთხვევით მეზობლებმა იპოვეს.
ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ბოლო პერიოდში ხშირად სვამდა, თუმცა, მათთვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
