გიორგი გახარია: ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა რაც შეიძლება მალე დავასრულოთ
გიორგი გახარია: ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა რაც შეიძლება მალე დავასრულოთ
10:27 28.02.2018
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ყველა შესაძლო ღონისძიებას ატარებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უახლოეს მომავალში იქნას საკუთარ სახლში გამოსვენებული.

ამის შესახებ მინისტრმა გარდაცვლილი სამხედროს მამასთან, წილკანში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა და ერთი კონკრეტული ოჯახის და მთელი ქვეყნის ტრაგედია, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბეჭდვა