თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
შემთხვევის დროს ბანკში თანამშრომლები და მომხმარებლები იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით თავდამსხმელებმა გარკვეული თანხის წაღება შეძლეს.
„იარაღი ჰქონდა თავდასხმელებს. არ გაინძრე, გესვრიო, მოგვაძახა. ნიღაბი ეკეთა“- განაცხადა თვითმხილველმა.
