სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ 3000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა
სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ 3000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა
10:13 27.02.2018
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ „თერგის“ 3000 კვ მეტრი ფართობი დაიწვა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ლიკვიდაციის მიზნით სამუშაოები ისევ გრძელდება.

მოვაჭრეების განცხადებით, ზარალი დიდია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ბეჭდვა