არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებისა და ორი დაკავებულის საკითხს ერგნეთში დღეს, არაგეგმიურ შეხვედრაზე განიხილავენ
არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებისა და ორი დაკავებულის საკითხს ერგნეთში დღეს, არაგეგმიურ შეხვედრაზე განიხილავენ
14:02 26.02.2018
ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებისა და ორი დაკავებულის საკითხს ერგნეთში არაგეგმიური შეხვედრაზე განიხილავენ. შეხვედრა, რომელიც სუს-მა მოითხოვა, დღეს, 15: 00 საათზე დაიწყება.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, 3 საათზე, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც განხილული იქნება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების და დაკავებულების -ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები”-ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა