სოზარ სუბარი: როდესაც მეორე მხარე ბარბაროსია და არ იცავს ომის კანონებსაც კი, იმის შედეგია ეს სისასტიკე
სოზარ სუბარი: როდესაც მეორე მხარე ბარბაროსია და არ იცავს ომის კანონებსაც კი, იმის შედეგია ეს სისასტიკე
11:28 26.02.2018
დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება იმ უკანონობის შედეგია, რასაც რუსეთი წლებია ახორციელებს.

მინისტრმა დაღუპულის ოჯახს, წილკანში პირადად მიუსამძიმრა.

„ეს არის იმ უკანონობის შედეგი, რასაც რუსეთი უკვე ამდენი წელია აწარმოებს ჩვენს ტერიტორიებზე. როდესაც მეორე მხარე არის ბარბაროსი და არ იცავს ომის კანონებსაც კი, იმის შედეგია ეს სისასტიკე, რომლითაც ეს ახალგაზრდა იქნა მოკლული“-განაცხადა მინისტრმა.

ბეჭდვა