გიორგი აბაშიშვილი: ყველა უწყება მუშაობს, რათა დროულად მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება და დაკავებულების გათავისუფლება
გიორგი აბაშიშვილი: ყველა უწყება მუშაობს, რათა დროულად მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება და დაკავებულების გათავისუფლება
10:42 26.02.2018
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსასვენებლად ყველა საახელმწიფო უწყება მუშაობს. როგორც გიორგი აბაშიშვილი განმარტავს, ოკუპანტებთან ურთიერთობა მარტივი არაა, თუმცა საკითხის დროულად მოსაგვარებლად ყველაფერი კეთდება.

,,აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა დონეზე მუშაობს იმისათვის, რათა დროულად მოხდეს ერთის მხრივ სამწუხაროდ გარდაცვლილის გადმოსვენება და ასევე ორი დაკავებულის გათავისუფლება.
აც ერთი ადამიანი არცერთი წუთი არ იშურებს ძალისხმეავას, რომ საკითხი დროულად იქნეს მოგვარებული. არ არის მარტივი ოკუპანტებთან ურთიერთობა თუმცა ყველა საჭირო საშუალებას ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად იქნეს გადაწყვეტილი“- განაცხადა აბაშიშვილმა.





ბეჭდვა