ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს არავინ შეეხოს
ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს არავინ შეეხოს
13:42 25.02.2018
„ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ არავინ შეეხოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის, რაც მოხდა ცხინვალში. ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული და არავინ შეეხოს მათ სიცოცხლეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბეჭდვა