თემქაზე 20 წლის გოგოს ცხედარი იპოვნეს, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება
თემქაზე 20 წლის გოგოს ცხედარი იპოვნეს, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება
12:03 22.02.2018
თბილისში, გამთენიისას თემქაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ოჯახის წევრების გამოკითხვა.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის  მუხლით დაიწყო.

“დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო“-ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა