სააპელაციო სასამართლოში სამართალადამრღვევად ცნობილი პირების საჩივარი შევიდა
სააპელაციო სასამართლოში სამართალადამრღვევად ცნობილი პირების საჩივარი შევიდა
17:12 10.07.2012
თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამართალადამრღვევად ცნობილი მოქალაქეების საჩივარი შევიდა.

საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამართალადამრღვევად ცნობილი 17 პირი, პოლიტიკური გაერთანებისთვის გადარიცხული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტიისთვის თანხის შემწირველი დავით ბაციკაძე 135 750 ლარით დაჯარიმდა,ზაალ გოგსაძე - 60 000 ლარით, გიგა ბუკია - 177 250 ლარით, გივი რამაზაშვილი - 80 000 ლარით, ბიძინა გუჯაბიძე - 150 000 ლარით, კახა ჩაკვეტაძე - 93 460 ლარით, ლევან ჩიჩუა - 24 987 ლარით, ლეილა ცქარეული - 20 000 ლარით, მარინა ნადირაძე - 57 500 ლარით, ირმა დავითაძე - 78 365 ლარით, ავთანდილ დავითაძე - 114 192 ლარით, გიორგი მოსიაშვილი - 125 350 ლარით, მაია თანიაშვილი - 24 987 ლარით, ირაკლი ჭუბაბრია - 79 145 ლარით, ალექსანდრე შალამბერიძე - 40 250 ლარით, ბადრი ცინცქილაძე - 40 100 ლარით, ბეჟანე ედიშერაშვილი - 25 000 ლარით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შემოწირულობის კანონიერების დაუსაბუთებლობის გამო, 17 პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი 6 ივლისს შეადგინა.

სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ ეტაპზე პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დასადგენად 32 პირი დაიბარა.

სამსახურის განცხადების თანახმად, სულ - 27 პირი გამოიკითხა. მათ შორის, 6 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 4 - „თავისუფალი საქართველოდან“, 8 – „ეროვნული ფორუმიდან“, 5- „კონსერვატიული პარტიდან“, 2 - „რესპუბლიკური პარტიიდან“, 2- „ქართული ოცნებიდან“. 5 პირს უწყება ვერ ჩაბარდა.

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგად, შემოწირულობის კანონიერება 17-მა პირმა ვერ დაასაბუთა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 1, „თავისუფალი საქართველო“ - 4, „ეროვნული ფორუმი“ - 7, „კონსერვატიული პარტია“ - 4, „ქართული ოცნება“ – 1. შესაბამისად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ბეჭდვა