თბილისში კახეთის გზატკეცილზე ავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე ერთი ადამიანი გარდაიცვალა,
ერთი კი მძიმედ დაშავდა.
ავტომანქანები ორ პირს მაშინ დაეჯახნენ, როდესაც ისინი გზის გადაკვეთას ცდილობდნენ.
ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
