აღმაშენებელზე ხანძრის ლოკალიზება 21 სახანძრო ბრიგადის მუშაობის შედეგად მოხერხდა
აღმაშენებელზე ხანძრის ლოკალიზება 21 სახანძრო ბრიგადის მუშაობის შედეგად მოხერხდა
10:19 19.02.2018
აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს შენობის გვერდით მდებარე ისტორიულ ნაგებობაში ხანძრის ჩაქრობას 21 სახანძრო ბრიგადა ცდილობდა.

100-მდე მეხანძრე-მაშველი აღმაშენებლის 60 ნომერში 3 საათზე მეტი ხანს მუშაობდა.

თავდაპირველად ცეცხლი სახურავზე გაჩნდა და 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. დაშავებული არავინაა.

ბეჭდვა