რუსთავში 7 მოზარდი სავარაუდოდ შაურმით მოიწამლა
 რუსთავში 7 მოზარდი სავარაუდოდ შაურმით მოიწამლა
17:12 14.02.2018
რუსთავში ბავშვთა საავადმყოფოში, სავარაუდოდ, შაურმით გამოწვეული ინტოქსიკაციით შვიდი მოზარდი შეიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, ყველა მათგანს ერთი და იგივე სიმპტომები, მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებდა.
„გუშინ შემოვიდა 4 ავადმყოდფი, ერთი ოჯახიდან 3. ყველა ბავშვი აღნიშნავდა, რომ მიირთვეს შაურმა, რომლის შემდეგაც დაეწყოთ მუცლის ტკივილი, ღებინება, ტემპერატურა. დღეს კიდევ შემოვიდა 3 ავადმყოფი. ყველას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ანალიზები ჩატარდა, განავალი დაითესა და პასუხის მოსვლის შემდეგ დადგინდება ზუსტი დიაგნოზი“- განაცხადა ექიმმა ნანა სახიჩიძემ.


ბეჭდვა